მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 13:46
სწრაფი სიახლე
სპორტი

სუპერთასების “სერია” ხვიჩას და “ჩაკვე” “ბარსას” წინააღმდეგ – რას ვნახავთ აგვისტოში

SportMedia 3 აგვისტო, 2026 · 07:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

აგვისტოში ფეხბურთში ახალი სეზონი ხურდება და ჩვენში დიდი დოზით შემოდის. ჯერ კლუბები ბოლომდე არ დაკომპლექტებულან, ტრანსფერებს ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაშიც ველით და შემდეგ ამ მხრივ მეტს ვისაუბრებთ. ახლა კი მთავარ ამბებს წარმოგიდგენთ, რომელსაც აგვისტოში ვნახავთ.

 

ქართული კლუბი ევროტურნირზე

 

760566666-1563775571855729-5471139322767569987-n-1785739769.jpg

 

ჩრდ. ირლანდიის “ლარნეს” ბარიერის გავლა და ეს ნიშნავს, საქართველოს ჩემპიონი, “იბერია 1999” მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. 

 

პირველი მატჩი სტუმრად, 4 აგვისტოსაა(23:00 სთ), განმეორებითი კი 11-ში(20:00 სთ) თბილისში.

 

“იბერიას” ამ თვეში კიდევ ერთი საერთაშორისო მოწინააღმდეგე აუცილებლად ეყოლება(ისევ ევროპა ან კონფერენს ლიგაზე).

 

პსჟ

 

ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი გუნდის ახალ სეზონს მოუთმენლად ველით. ყველაფერი ამხანაგური მატჩებით იწყება. 5 აგვისტოს(23:00 სთ) ესპანური “მალიორკა”, 8 აგვისტოს (19:00 სთ) “მანჩესტერ იუნაიტედი”.

 

ამის შემდეგ სუპერთასების “სერიაა”: 12 აგვისტოს(23:00 სთ) ზალცბურგში, ევროპის – “ასტონ ვილასთან”, ხოლო 16-ში (22:45 სთ) საფრანგეთის – “ლანსთან”. 

 

აგვისტოში პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონატის ორ ტურში ითამაშებენ. პირველი დაპირისპირება 23-ში(22:45 სთ), შინ “რენთანაა”, მეორე კი 28-ში კი გასვლაზე, “ლილთან”(22:45 სთ).

 

ქართველები ესპანეთში

 

big-e2ebe37035b56204ea1db9651bdf194a-1785739909.jpg

 

რაც ნამდვილად ვიცით, “ლა ლიგის” პირველ ტურში, 16 აგვისტოს(19:00 სთ), სანტანდერში ერთმანეთს გიორგი გულიაშვილის “რასინგი” და გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” დაუპირისპირდებიან; თუკი “ხეტაფეში” საბა საზონოვისა და გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერები გაოფიციალურდება, მაშინ ესპანეთის ელიტურ ლიგაში კიდევ ორ ჩვენებურს ვნახავთ. 

 

მიქაუტაძის “ვილიარეალს” ჩემპიონატის დაწყებამდე “ლევანტესა” და “გალათასარაისთან” აქვს, აგვისტოში კი “ლა ლიგაში” სანტანდერელების გარდა, კიდევ ორ გასვლით მატჩს ჩაატარებენ: 23 აგვისტოს, ასევე 19:00 საათზე, მადრიდში “ატლეტიკოსთან” სტუმრობაა, 28-ში – “ალავესთან”.

 

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში, 23 აგვისტოს “ხეტაფე” “სანტანდერს” უმასპინძლებს(21:30 სთ) და შესაძლოა, აქ სამი ქართველი ფეხბურთელის დაპირისპირება ვიხილოთ.

 

ჩაკვეტაძე იტალიაში

 

761779380-1106605472232907-8724963698941245718-n-1785739702.jpg

 

გიორგი ჩაკვეტაძე საბა გოგლიჩიძესთან ერთად ამჯერად იტალიაში, “უდინეზეში” ითამაშებს. უდინურ კლუბს 9 აგვისტოს მაგარი ამხანაგური მატჩი აქვს, “ბარსელონას” წინააღმდეგ – ეს სეზონის გენერალური რეპეტიცია იქნება.

 

უდინელები სეზონს იტალიის თასზე, “პადოვასთან” გახსნიან – 15 აგვისტოს, 20:30 საათზე. რაც შეეხება სერია “ა”-ს, “კომო” შინ და “უდინეზე” სტუმრად – ეს აგვისტოს ამბებია.

 

“მამარდა”

 

mamarda-1785739728.webp

 

გიორგი მამარდაშვილი და “ლივერპული” რთულ თემად რჩება, სანამ აქ პირველ მეკარედ ალისონი მიიჩნევა. “მონაკოსა” და “კომოსთან” ორი გუნდით ამხანაგური მატჩების შემდეგ პრემიერლიგა დაიწყება.

 

23 აგვისტოს, 19:30 საათზე, ლივერპულელები “ნიუკასლს” ესტუმრებიან, ხოლო 29 აგვისტოს, 15:30 საათზე, “ნოტინგემს” “ენფილდზე” უმასპინძლებენ.

წყარო: Sportall.ge