მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 14:53
სწრაფი სიახლე
სპორტი

“უნდა წავიდეს, ისე თამაშობს, თითქოს 150 სმ-იანი იყოს” – The Sun “ლიდსთან” მატჩის მერე, მამარდაშვილის მიმართ “ლივერპულის” გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს

SportMedia 3 აგვისტო, 2026 · 08:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის მორიგ მატჩში “ლივერპული”  “ლიდს იუნაიტედს” დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

 

მერსისაიდელთა რიგებიდან გიორგი მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლები ჩვენებურს ნაკლებად დაჰბრალდება, ინგლისური გრანდის ფანები მისით მაინც უკმაყოფილონი არიან. 

 

The Sun-ის ირლანდიურმა გამოცემამ “ლივერპულის” გულშემატკივრების კომენტარები ამოკრიფა, სათაურში კი გამოიტანა, რომ ისინი მამარდაშვილის ცუდი თამაშით უკმაყოფილონი არიან და მის წასვლას მოითხოვენ. 

 

“მამარდაშვილი უნდა წავიდეს!”. 

 

“მამარდაშვილი ისე თამაშობს, თითქოს 150 სმ-იანი იყოს”.

 

“ძალიან საეჭვოა. მამარდაშვილი ალისონის შემცვლელი ვერ იქნება”. 

 

“მამარდაშვილი ნამდვილი ჰოლოგრამაა”.

წყარო: Sportall.ge