ითამაშებს “ქოჩო” “ატლეტიკთან”? – მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

22 აგვისტოს, ლა ლიგის მეორე ტურში „სევილია“ გასვლაზე „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება. ანდალუსიურმა გუნდმა ახალწვეული გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში შეიყვანა და ის უკვე გაემგზავრა ბასკეთში.
მატჩის წინ ქართველის შესახებ კომენტარი „სევილიას“ მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ გააკეთა: „მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელები შემოგვიერთდნენ. „ქოჩო“ ჩვენთან ერთად წამოვა, ეს მნიშვნელოვანია, რათა ადაპტაცია გაიაროს და პარტნიორები გაიცნოს. ალბათ, თავიდანვე არ ითამაშებს, სასტარტოდან შეხვედრის დასაწყებად მზად არაა“.
მატჩი ბილბაოში „სან მამესზე“ თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
წყარო: Sportall.ge