მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 05:47
სწრაფი სიახლე
სპორტი

ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

SportMedia July 11, 2026 11:48 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისმა ნორვეგია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.

 

თავიდან ორივე გუნდი ფრთხილობდა, 36-ე წუთზე კი სკელერუპმა მახვილი კუთხიდან დალაშქრა პიკფორდის კარი. თამაშიც „გაიხსნა“. შემდეგ ბელინგემმა მეტოქის მცველები გააბითურა, ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს კეინის გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. 

 

მატჩის მეორე ნახევარში ნორვეგიელები უპირატესობას ფლობდნენ, უფრო სახიფათოდ უტევდნენ: ჰეგემის „გოლისას“ მსაჯმა ჰოლანის მხრიდან ანდერსონზე უხეშობა დააფიქსირა. ბერგის თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მომენტები ინგლისმაც შექმნა, როდესაც საკა მეურვეებს დაუსხლტა და მის მიერ კარის წინ ჩაწოდებული ბურთი ეურსნესმა გამოიტანა. მეკარე ნიულანს ბურთის ამოტანისას ფეხი სპენსმა წაუკრა, მაგრამ ბურთმა არა კარის, არამედ პირითი ხაზი გადაკვეთა. ანგარიში არ შეიცვალა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა. 

 

თამაშის განახლებისთანავე ბრიტანელები იერიშებზე გადავიდნენ და მიზანსაც მიაღწიეს. ჯერ ნიულანმა კეინის თავურისას თავისი გუნდი გადაარჩინა, ცოტა ხანში კი შორიდან როჯერსის დარტყმული ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, წინ გაუვარდა და ბელინგემმა საჩუქრით ისარგებლა. მორიგი შეტევისას სპენსი საჯარიმოში ბობთან კონტაქტისას მოედანზე წაიქცა, ტიურპენმა პენალტი დანიშნა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. 

 

106-ე წუთზე მწვრთნელმა სოლბაკენმა მოედანზე ჰოლანის ნაცვლად ლარსენი შეუშვა, ხოლო ნორვეგიამ გამათანაბრებელი გოლი ვერ გაიტანა და ინგლისმა გაიმარჯვა.

 

ინგლისი 15 ივლისს, ნახევარფინალში არგენტინასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

მაიამი. „ჰარდ როკი“

ნორვეგია – ინლისი 1:2 (ძირ. დრო 1:1)

გოლები: 1:0 სკელერუპი (36), 1:1 ბელინგემი (45+2), 1:2 ბელინგემი (93)

 

– პიკფორდმა მუნდიალებზე მე-18 მატჩი ჩაატარა და ინგლისელთა შორის რეკორდი დაამყარა. 

– ბელინგემმა მიმდინარე ტურნირზე 6 გოლი გაიტანა. 

წყარო: Sportall.ge