კიტეიშვილის საგოლე გადაცემა – “შტურმი” ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „შტურმმა“ სახლში „ჰართსი“ 4:0 გაანადგურა და მომდევნო რაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მასპინძელთა გუნდის ქართველი ლეგიონერების თამაში ტრავმების გამო საეჭვო იყო, თუმცა ოთარ კიტეიშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა. გიზო მამაგეიშვილი კი სათადარიგო იყო.
საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ედინბურგში ჩატარდება.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი – ჰართსი 4:0
გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (4), 2:0 მიჩელი (50), 3:0 ვაინჰანდლი (53), 4:0 ჰაილი (59)
წყარო: Sportall.ge