მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 03:09
სწრაფი სიახლე
სპორტი

მარტინესმა არგენტინის ნაკრებიდან წასვლისაკენ მიანიშნა

SportMedia 21 ივლისი, 2026 · 21:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, არგენტინის ნაკრების მეკარემ ემილიანო მარტინესმა გულშემატკივრებს მიმართა.

 

„ისევ მოგებაზე, არგენტინისთვის გამარჯვების მოპოვებაზე და ისტორიაში შესვლაზე ვოცნებობდი. ამ ტკივილის ახსნა ძნელია. არის მრავალი საკითხი, რაზეც დაფიქრებაა საჭირო: როგორ ვიაროთ მომავალში და განზე გადგომის დრო ხომ არ დადგა? ძალიან ვწუხვარ. მართლაც მთელი ძალებით ვცდილობდი გუნდის დახმარებას“, – დაწერა მარტინესმა სოციალურ ქსელში.

 

ემილიანო „ალბისელესტეში“ 2021 წლიდან თამაშობს. 33 წლის მეკარემ ნაკრებში 67 მატჩში 42-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

წყარო: Sportall.ge