მესი ფეხბურთს გაურკვეველი ვადით ჩამოსცილდა – არგენტინელის მონახულებას თანაგუნდელები აპირებენ

Doble Amarilla-ს ცნობით, მამის გარდაცვალების გამო, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ფეხბურთს გაურკვეველი ვადით ჩამოსცილდა.
39 წლის არგენტინელი მამის დაკრძალვის შემდეგ სამშობლოში, როსარიოში დარჩა და უახლოეს მომავალში აშშ-ში დაბრუნებას არ გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს ის ვარჯიშს და როდის შეძლებს მოედანზე გასვლას.
ლეოს მამის ხორხეს დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა ლიონელს მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა დაკრძალვაზე მისი არცერთი პარტნიორი ან ყოფილი თანაგუნდელი არ იმყოფებოდა, რადგან ოჯახის სურვილი იყო, ცერემონია ზედმეტი ყურადღების გარეშე ჩატარებულიყო.
მესის შესაძლოა მალე პირადად ესტუმრონ ლეანდრო პარედესი, ნიკოლას ოტამენდი და ანხელ დი მარია. არგენტინელ ფეხბურთელებს სურთ, მისთვის რთულ პერიოდში, მეგობარს მხარი დაუჭირონ.
ხორხე მესის გარდაცვალების შესახებ 8 აგვისტოს გახდა ცნობილი. ლიონელის მამასა და აგენტს დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
წყარო: Sportall.ge