პოგბამ “მონაკოსთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა “მონაკომ” გვაუწყა, რომ 33 წლის ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი Louis II-ზე გასული სეზონის დასაწყისში, მას შემდეგ გადავიდა, რაც სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის მისი საწყისი ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია შეუმცირა.
მან ყველა ტურნირზე 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია.
წყარო: Sportall.ge