[VIDEO] მიქაუტაძემ გაიტანა, ოსიმენმაც – “ვილიარეალმა” სტამბოლში “გალათასარაის” მოუგო

ამხანაგურ მატჩში „ვილიარეალმა“ გასვლაზე „გალათასარაი“ 2:1 დაამარცხა.
თამაში ისეთი გამოვიდა, ამხანაგურს რომ ძნელად უწოდებ. სტუმრები პენალტით პერესმა დააწინაურა. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ბურუქმა მიიჩნია, რომ თერთმეტმეტრიანი დასანიშნი არ იყო, იმდენი ეკამათა მსაჯს, ვიდრე თავი არ გააძევებინა. სტამბოლელებმა შტურმით და ოსიმენის თავურით გატანილი გოლით უპასუხეს. თუმცა, შემდეგ მიქაუტაძემ დალაშქრა მათი კარი და საბოლოოდ დაპირისპირება 1:2 დასრულდა.
მიქაუტაძემ 72-ე წუთამდე ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.6, Sofascore 7.6.
ოსიმენმა შეხლა-შემოხლისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

„ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას უკვე ლა ლიგაში ჩაატარებს – 16 აგვისტოს გიორგი გულიაშვილის „რასინგს“ ესტუმრება.
სტამბოლი. „რამს პარკი“
გალათასარაი – ვილიარეალი 1:2
გოლები: 0:1 პერესი (3, პენ), 1:1 ოსიმენი (5), 1:2 მიქაუტაძე (41)
წყარო: Sportall.ge