მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 20:42
სწრაფი სიახლე
სპორტი

WU19 | საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ორ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა

SportMedia 21 აგვისტო, 2026 · 14:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

 

ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ერევანში სომხეთის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მატჩში 4:0 გაიმარჯვა.

 

პირველ მატჩში გოლები ნინიკო ჩხეტიანმა, თეკლა ბერიძემ, ანასტასია ბუჩუკურმა და ელენე ბოლქვაძემ გაიტანეს. მეორე შეხვედრაში თავი ანანო მიქაბერიძემ და ლოლიტა კალოიანმა გამოიჩინეს, ანასტასია ბუჩუკურმა კი დუბლი შეასრულა.

 

18 აგვისტო | სომხეთი 0:4 საქართველო

21 აგვისტო | სომხეთი 0:4 საქართველო

 

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 7-13 ოქტომბერს გამართავს. ჩვენი გუნდი B ლიგის მეორე ჯგუფში ითამაშებს, სადაც ირლანდიას, ბულგარეთსა და სომხეთს შეხვდება. აღნიშნული ჯგუფის მატჩებს ბულგარეთი უმასპინძლებს.

 

NAKREBI.GE

წყარო: Sportall.ge