მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 01:50
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

Prime Time 7 აგვისტო, 2026 · 21:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

კანონპროექტი, რომელსაც მისი უმთავრესი მხარდამჭერის პატივსაცემად სახელი გადაერქვა და „ლინდსი გრემის 2026 წლის რუსეთისა და ირანის სანქცირების აქტი“ ეწოდა, მიზნად ისახავს რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი მყიდველების დასჯას.

იგი ასევე ითვალისწინებს დამატებით სანქციებს რუსეთის ლიდერების, მათი ოჯახის წევრებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ.

ასევე, ის იძლევა იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე მიზნობრივი ტარიფების დაწესების შესაძლებლობას, რომლებიც ყველაზე მეტ რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ ჯონ ტუნმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს უკრაინის დაცვას რუსული აგრესიისგან.