მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 22:03
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გერმანია ახლა არც ომშია, მაგრამ არც მშვიდობიან პერიოდში ცხოვრობს – ფრიდრიხ მერცი

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 20:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიც მერცის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ჰიბრიდული თავდასხმები, გერმანიისა და მთლიანად ევროპისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩვენ ომის მდგომარეობაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ არც მშვიდობიან პერიოდში ვცხოვრობთ“, – განაცხადა მერცმა ბერლინში, ბუნდესტაგის საზაფხულო არდადეგების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შეინიშნება „რუსეთის მზადება შემდგომი აგრესიული ქმედებებისთვის უკრაინის ფარგლებს გარეთაც“.

გერმანიის კანცლერის შეფასებით, ეს საფრთხეები მიმართულია მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების და სხვა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამასთან, მისი თქმით, გერმანია აფიქსირებს რუსეთის დივერსიებსა და ჰიბრიდულ თავდასხმებს.