მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 03:41
სწრაფი სიახლე
სპორტი

“შთამბეჭდავია და კაკას მოგვაგონებს” – “უდინეზემ” ჩაკვეტაძე წარადგინა

SportMedia 30 ივლისი, 2026 · 20:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„უდინეზემ“ „უოტფორდიდან“ გადაყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის პრეზენტაცია მოაწყო. კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ჯანლუკა ნანიმ თქვა, რომ ქართველს ინგლისური გუნდიდან კარგად იცნობს და შეაქო:

 

„გიორგი შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი შემჩერებელი ძალიან ცოტა მინახავს. საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა. ვთვლით, რომ ახლა „ჩაკვესთვის“ სხვა ლიგაში თავის გამოცდის ყველაზე შესაფერისი დროა. როდესაც მორიგ დრიბლინგს წამოიწყებს, მისი განეიტრალება რთულია. სწრაფია და მოძრაობისას ბურთს კარგად ფლობს.

 

ვფიქრობთ, ჩვენთან გოლების გატანას მოახერხებს. შთამბეჭდავია, მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა, ცოტა კაკას მოგვაგონებს. სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ფანტასტიკური პროფესიონალი და ჩინებული ბიჭია“.

 

ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ დიდ კლუბში გადასვლით ბედნიერია, საყვარელი პოზიცია 10 ნომერია, თუმცა სხვა პოზიციაზეც შეუძლია თამაში, რამდენიმე დღეში ვარჯიშს განაახლებს და თავისი უნარების გამოყენებით გუნდის დახმარების იმედი აქვს.

წყარო: Sportall.ge