მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 22:36
სწრაფი სიახლე
სპორტი

ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი – “იუვენტუსმა” გაძლიერება დაიწყო

SportMedia 3 აგვისტო, 2026 · 16:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

სერია A-ს ბინადარმა “იუვენტუსმა” ერთ დღეში ორი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ტურინელებმა “ლევერკუზენიდან” 18 წლის ბოსნიელი შემტევი კერიმ ალაიბეგოვიჩი შეიძინეს. 

 

“ვეკია სინიორამ” ფეხბურთელს კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა, გარიგება კი 33 მილიონი ევრო დაჯდა, რასაც 7 მილიონი ბონუსებით დაემატება. 

 

“იუვენტუსში” დაბრუნდა 27 წლის ფრანგი ფორვარდი რანდალ კოლო მუანიც, რომელიც ამ გუნდის ღირსებას 2024/25-წლებში უკვე იცავდა. ტურინელები პსჟ-ის ბონუსების ჩათვლით ჯამში 50 მილიონ ევროს გადაუხდიან. 

 

კოლო მუანის “ბებერი ქალბატონის” რიგებში 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც თავი 10 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. ის გასულ სეზონში “ტოტენჰემში” გახლდათ განათხოვრებული.

წყარო: Sportall.ge