მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 23:37
სწრაფი სიახლე
სპორტი

მშვიდობით თუ ნახვამდის? – კურტუამ კომენტარი გააკეთა

SportMedia July 11, 2026 3:08 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მეკარის, ტიბო კურტუას მიღებული ტრავმა დამღუპველი გამოდგა ბელგიის ნაკრებისთვის. მისმა შემცვლელმა სენე ლამენსმა 88-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, მიკელ მერინომ გოლი გაიტანა, ესპანეთმა გაიმარჯვა, ბელგია კი მუნდიალს გამოეთიშა.

 

34 წლის კურტუამ ეროვნულ გუნდში კარიერის გაგრძელების შესახებ კომენტარი გააკეთა: „ვნახოთ. შესაძლოა, ერთა ლიგა გამოვტოვო, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი არ არის. შეიძლება ევრო 2028 წლის შესარჩევი ეტაპისთვის დავბრუნდე. საბოლოო გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ესპანეთთან ჩატარებული მატჩი ჩემთვის ბოლო სანაკრებო შეხვედრაა“, – განუცხადა კურტუამ The Athletic-ს.

 

კურტუამ 2011 წლიდან მოყოლებული ეროვნულ გუნდში 115 მატჩში 90 გოლი გაუშვა.

წყარო: Sportall.ge