გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს – ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმცია, რომ პსჟ “პარმას” 23 წლის მეკარის, ზიონ სუძუკის 35 მილიონ ევროდ შეძენას და „იუვენტუსში“ იჯარით გაშვებას აპირებს. „ეკიპმა“ პარიზული კლუბის იაპონელთან დაკავშირებული გეგმა გაამხილა.
გამოცემის მტკიცებით, პსჟ მომავალ წელს სუძუკის დაიბრუნებს და შესაძლოა, ის ძირითადი მეკარე გახდეს. ასეთ შემთხვევაში არაა გამორიცხული, მატვეი საფონოვს და ლუკა შევალიეს გუნდის დატოვება მოუწიოთ. „პარი სენ ჟერმენს“ კიდევ ორი მეკარე ჰყავს – იტალიელები ალესანდრო ლონგონი და რენატო მარინი, რომელიც პორტუგალიის „ნასიონალში“ გაანათხოვრეს.
საფონოვის თაობაზე კომენტარი ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა: „ფეხბურთში, ისევე როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობაში, რაც გუშინ იყო, უკვე აღარავის აღელვებს. არის დღევნდელი დღე და საფონოვმა ან ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა თავისი რეპუტაცია უნდა დაამტკიცოს, რომ ყველაზე უკეთესია.
ალბათ, ეს ჭორი იმის გამო გავრცელდა, რომ მატვეიმ ამხანაგური მატჩი წარუმატებლად ჩაატარა. ასეთ გუნდებში ყოველი შეცდომა ნებისმიერი მოთამაშის კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშ აყენებს, აბსოლუტურად ნებისმიერის და არა მხოლოდ საფონოვისას“.
წყარო: Sportall.ge