მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 02:38
სწრაფი სიახლე
სპორტი

The Daily Telegraph: ინფანტინომ სამსახურში საყვარელი დააწინაურა და შემდეგ კომპენსაციაც გადაუხადა

SportMedia 10 აგვისტო, 2026 · 20:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ჯანი ინფანტინომ, რომელიც ამჟამად ფიფას პრეზიდენტია, უეფაში მუშაობის პერიოდში, ყოფილ საყვარელს ამ ორგანიზაციიდან 2011 წელს წასვლის შემდეგ, კომპენსაციის სახით 175 ათასი ევრო გადაუხადა, – იტყობინება The Daily Telegraph-ი.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ უეფას მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა ინფანტინომ ქალთან ურთიერთობის პერიოდში ის დააწინაურა და ხელფასი 30%-ით, 29 ათას ევრომდე გაუზარდა. უეფას იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ უკმაყოფილება გამოთქვა ჯანის ქალთან ურთიერთობის გამო, რომელიც სამუშაოდან დაითხოვეს.

 

ინფანტინოს „მოღვაწეობასთან“ დაკავშირებით უეფა გამოძიების დაწყების შესაძლებლობას განიხილავს. გამოკითხულები ირწმუნებიან, რომ კომპენსაციის თანხა მინიმუმ ექვსნიშნა იყო. სავარაუდო ეჭვმიტანილი ინფანტინო ყველაფერს უარყოფს. 

 

2-infantino-1786392150.webp

 

ინფანტინო 2001 წელს ლივანის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელ ლინა ალ აშკარზე დაქორწინდა, რომელთანაც ოთხი ქალიშვილი ჰყავს.  

წყარო: Sportall.ge