მთავარი კონტენტი
Monday, 13 July, 2026 | 01:20
სწრაფი სიახლე
სპორტი

არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია

SportMedia July 12, 2026 5:40 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში შვეიცარიის 3:1 დამარცხების შემდეგ, ფიფას საიტთან კომენტარი არგენტინის ნაკრების მცველმა კრისტიან რომერომ გააკეთა:

 

„როგორც ჩანს, ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია, მაგრამ ბედნიერი ვარ და ამ გუნდით ვამაყობ. წარმოუდგენელია, რასაც ახლა ვაკეთებთ. გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. 

 

ინგლისი? ეს უბრალოდ კიდევ ერთი მატჩია. არ შეიძლება ამისგან რაღაც განსაკუთრებული შევქმნათ. ეს ფეხბურთია. მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. ხან ტანჯვა გიწევს, ხანდახან კარგად თამაშობ, ხანდახან – საშუალოდ. მთავარია, მოედანზე საბრძოლოდ შემართული გახვიდე, ინიციატივა აიღო და ბოლომდე იბრძოლო“.

წყარო: Sportall.ge