ერთ-ერთი უდიდესი გარიგება სპორტის ისტორიაში – მამარდაშვილის “ლივერპულის” წილი იყიდება

Sky News-ის ინფორმაციით, ინვესტორთა კონსორციუმი, რომელშიც Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი შედის, “ლივერპულის” აქციების დაახლოებით მესამედის შეძენასთანაა ახლოს.
წყაროს ინფორმაციით, კონსორციუმს ხელმძღვანელობს ამიტ ბჰატია, ინდოელი მილიარდერის ლაკშმი მიტალის სიძე და ქპრ-ს ყოფილი აქციონერი. ინვესტორთა ჯგუფში ასევე Facebook-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ედუარდო სავერინი შედის.
წილის ღირებულება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და სავარაუდოდ, ეს გარიგება სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იქნება.
ლივერპული ამერიკულ კომპანია Fenway Sports Group-ს (FSG) ეკუთვნის, რომელმაც კლუბი 2010 წელს შეიძინა. FSG-ს ჯონ ჰენრი და ტომ ვერნერი აკონტროლებენ.
წყარო: Sportall.ge