მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 01:03
სწრაფი სიახლე
სპორტი

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია…

SportMedia 15 აგვისტო, 2026 · 17:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

თბილისის “დინამოს” ჰქონდა შანსი, მოეგო ლიდერისთვის და თავად გადასულიყო პირველ ადგილზე. მაგრამ “ჰქონდა შანსი”, ეს მხოლოდ თამაშამდე, თორმე თამაშმა აჩვენა, რომ არავითარი შანსიც არ ჰქონია.

 

სრულიად გაუგებარია, როგორი განწყობით გავიდა ქეცბაიას გუნდი მოედანზე ესოდენ მნიშვნელოვან თამაზე – “დინამოს” თამაშში არ ჩანდა მოტივაცია, მაშინ, როცა “რუსთავი” მიზანდასახული იყო თავისი ყველა კოზირი პირველივე ტაიმში გამოიყენა.

 

ქეცბაიამ შესვენებისას სამი ფეხბურთელი შეცვალა. “დინამო” მეორე ტაიმში უკეთესი იყო, უპირატესობას დაეუფლა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ არა იმდენი, რუსთაველთა მყარ დაცვას და საიმედოდ მოთამაშე მეკარეს რომ გატეხავდა.

 

ამრიგად, ცეცაძის გუნდმა სრულიად დამსახურებულად მოიგო და საჩემპიონო ამბიცია გამოაჩინა. 

 

 

დინამო (თბ)-რუსთავი 0:3

 

გოლები: 0:1 ალმეიდა (28), 0:2 პ. ოსეი (39, ნაკანოს პასით), 0:3 კესი (45+1, სეიხასის პასით)

 

დინამო: მაქაცარია, სანტუსი, კურდიჩი, კალანდაძე, ხარაბაძე, ბარნს ოსეი (კობა კაკაშვილი 71), ნინუა, ჰური (კანკავა 46), უელტონ კარვალიო (დოლტმურზიევი 46), ტეიშეირა (კვარაცხელია 46), ვაწაძე

 

რუსთავი: ბერუაშვილი, კაპანაძე, ოლივეირა, ფაცაცია, ჩიქოვანი, გუჯაბიძე, სეიხასი (ჯაფარიძე 89), ნაკანო (კახა კაკაშვილი 67), კესი (იაკობიძე 78), ალმეიდა (პარკაძე 67), პრინს ოსეი (ჩხეიძე 46)

 

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

წყარო: Sportall.ge