ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა – “ხეტაფე” “ალავესთან” დამარცხდა

ლა ლიგის პირველ ტურში „ხეტაფე“ გასვლაზე „ალავესთან“ 0:3 დამარცხა.
სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
აღსანიშნავია, რომ 42-ე წუთზე კიკე ფემენიას პირდაპირი ბარათით გაძევების გამო, „ხეტაფე“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
„ხეტაფე“ 20 აგვისტოს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „პარტიზანს“, 23 აგვისტოს კი ლა ლიგის მეორე ტურში „რასინგს“ უმასპინძლებს.
ვიტორია-გასტეისი. „მენდისოროსა“
ალავესი – ხეტაფე 3:0
გოლები: 1:0 ტენალია (73), 2:0 დიასი (90+2), 3:0 როდრიგესი (90+4)
გაძევება: ფემენია (42, ხეტაფე)
წყარო: Sportall.ge