მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026 | 01:15
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 23:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

დონალდ ტრამპმა BBC-ი თავისი ოჯახის შევიწროებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მაუწყებელმა მისი შვილების სასამართლოში გამოძახება სცადა.

BBC-ის იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს მიმართეს ნებართვის მისაღებად, რათა დონალდ ტრამპ უმცროსს, ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს ოფიციალური უწყებები ჩააბარონ. ეს უწყებები მათ აიძულებს, ჩვენება მისცენ პრეზიდენტის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ცილისწამების სარჩელზე, რომელიც გადაცემა Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო აღიძრა.

ტრამპის იურისტთა გუნდის წარმომადგენელმა გამოხემა The Telegraph-ს განუცხადა: „BBC-მ განზრახ დასწამა ცილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ახლა კი ჩვენების ჩამორთმევის პროცედურის ბოროტად გამოყენებით ცდილობს, იერიში მიიტანოს მასზე, მის ოჯახსა და მხარდამჭერებზე. BBC უბრალოდ ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს საკუთარი პასუხისმგებლობიდან“.

ტრამპი სარჩელში თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ Panorama-ს ეპიზოდმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავიდა ეთერში, მას რეპუტაციული და ფინანსური ზიანი მიაყენა. მოგვიანებით მან სარჩელის ფარგლები შეზღუდა და აქცენტი მხოლოდ რეპუტაციულ ზიანზე გააკეთა.