დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჰორმუზის სრუტე „აშშ-ის ახალ ტერიტორიად“ მოიხსენია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჰორმუზის სრუტე „აშშ-ის ახალ ტერიტორიად“ მოიხსენია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე, ჰორმუზის სრუტის რუკის სურათი გამოაქვეყნა წარწერით „აშშ-ის ახალი ტერიტორია“.
ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ირანსა და ომანს შორის მდებარე ჰორმუზის სრუტე წრეშია მონიშნული, ხოლო გამოსახულების ზემოთ ინგლისურ ენაზე წარწერაა „აშშ-ის ახალი ტერიტორია“.