მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 20:44
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკება ან საუბარი არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია – ტრამპი

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 18:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამჟამად ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აშშ ირანის საზღვაო ბლოკადას აგრძელებს, ჰორმუზის სრუტე კი ნაოსნობისთვის ღიაა.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკება ან საუბარი არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია. საზღვაო ბლოკადა სრული ძალით რჩება. ჰორმუზის სრუტე ღიაა და ფუნქციონირებს. ყველა წყლის ნაღმი ამოღებულია ან განეიტრალებულია“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

იქამდე კი ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჰორმუზის სრუტე „აშშ-ის ახალ ტერიტორიად“ მოიხსენია.