მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 16:04
სწრაფი სიახლე
სპორტი

პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ – სუძუკი “ასტონ ვილაში” გადავიდა

SportMedia 19 აგვისტო, 2026 · 08:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

პრემიერ ლიგის ბინადარმა “ასტონ ვილამ” ერთდროულად ორი ტრანსფერის შესახებ გვაუწყა. ბირმინგემელებმა “პარმადან” 23 წლის იაპონელი მეკარე ძიონ სუძუკი 30 მილიონ ევროდ შეიძინეს, რასაც 5 მილიონი ბონუსებით დაემატება. 

 

აზიელი კიპერი ამ ზაფხულს პსჟ-ში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა იაპონელის აგენტებმა ისეთი საკომისიო თანხა მოითხოვეს, რომლის გადახდაზე პარიზულმა კლუბმა უარი თქვა და მოლაპარაკებების გაგრძელება არ ისურვა.

 

უნაი ემერის გუნდის მეორე შენაძენი მადრიდის “ატლეტიკოდან” 24 წლის იტალიელი მცველი მატეო რუჯერია, რომლის გადმობირებაც 24 მილიონს პლუს 1,5 მილიონი ევრო ბონუსებით დაჯდა. 

 

ორივე ფეხბურთელმა ხელი კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე მოაწერა. 

წყარო: Sportall.ge