მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 16:05
სწრაფი სიახლე
სპორტი

ESPN-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები დაასახელა – სიაში კვარაცხელიაც მოხვდა

SportMedia 19 აგვისტო, 2026 · 10:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ამერიკულმა სპორტულმა მედია ESPN-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ათეულში საფეხბურთო სამყაროს სუპერვარსკვლავები მოხვდნენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაც. 

 

რეიტინგის შესადგენად გამოკითხვა ექსპერტებთან ჩაატარეს, რომლებსაც უნდა დაესახელებინათ თავიანთ პოზიციაზე საუკეთესო გარემარბები, რომლებმაც 2025/2026 წლების სეზონში თავი გამოიჩინეს.

 

ESPN-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, გათვალისწინებული იყო ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვეს, თუმცა წინა წლების გამორჩეული თამაშით მაღალ პოზიციაზე ადგილი დაიმსახურეს. შეფასდა 2026 წლის მუნდიალიც.

 

1-ლი ადგილი: მაიკლ ოლისე – მიუნხენის “ბაიერნი”, საფრანგეთი

 

მე-2 ადგილი: ლამინ იამალი – “ბარსელონა”, ესპანეთი

 

მე-3 ადგილი: ხვიჩა კვარაცხელია – “პარი სენ ჟერმენი”, საქართველო

 

მე-4 ადგილი: ლუის დიასი – მიუნხენის “ბაიერნი”, კოლუმბია

 

მე-5 ადგილი: ლიონელ მესი – მაიამის “ინტერი”, არგენტინა

 

მე-6 ადგილი: ვინისიუს ჟუნიორი – მადრიდის “რეალი”, ბრაზილია

 

მე-7 ადგილი: ბუკაიო საკა – ლონდონის “არსენალი”, ინგლისი

 

მე-8 ადგილი: რაფინია – “ბარსელონა”, ბრაზილია

 

მე-9 ადგილი: დეზირე დუე – “პარი სენ ჟერმენი”, საფრანგეთი

 

მე-10 ადგილი: ჯერემი დოკუ – “მანჩესტერ სიტი”, ბელგია

 

 

წყარო: Sportall.ge