მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 18:29
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

გიორგი კეპულაძე საზოგადოებას აფრთხილებს – “მსხვერპლი რომ დაერწმუნებინათ, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ”

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 16:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. იმისთვის რომ მსხვერპლი დაერწმუნებინათ, რომ მათი ინვესტიცია მუშაობს, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ, – ამის შესახებ “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში წერს:

“კიდევ ერთი პირამიდული სქემა გამოვლინდა. კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და შემოსავლის მიღებას გარკვეული თანხის დაბანდების შემდეგ პირდებიან. ამისათვის კი მომხმარებლებს სთავაზობენ ე.წ. “პლატფორმაზე” რეგისტრაციას, სადაც მათ უკეთებენ პირად კაბინეტებს და ამის შემდეგ აბანდებინებენ თანხას. ამ ეტაპზე იკვეთება ოპერაციები შემდეგ თანხებზე: 180, 875, 2 000 და 3000 ლარი. იმისთვის რომ მსხვერპლი დაერწმუნებინათ, რომ მათი ინვესტიცია მუშაობს, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ. თაღლითური სქემის მსხვერპლი მომხმარებლები ებმებიან მახეში, თუმცა ეს სქემა ამით არ სრულდება. გაქრობის შემდეგ უკვე მოტყუებულ მომხმარებლებს კვლავ უკავშირდებიან და არწმუნებენ, რომ ე.წ. „პლატფორმას“ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი შეექმნა და იმისთვის რომ მათ შეძლონ თანხის უკან დაბრუნება, კვლავ უნდა განაგრძონ ინვესტიცია. მომხმარებლები, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად ნებისმიერი ასეთი შინაარსის დასაქმებისა თუ სხვა გრანდიოზული სარგებლის შეთავაზების მიმართ, რათა არ გაებან თაღლითების მახეში”, – წერს კეპულაძე.