მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 09:27
სწრაფი სიახლე
სპორტი

არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა – კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა

SportMedia July 12, 2026 3:46 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინამ შვეიცარიას დამატებით დროში 3:1 სძლია.

 

„ალბისელესტე“ დებიუტშივე დაწინაურდა – კუთხურიდან მესის ჩაწოდებულ ბურთს მაკ ალისტერმა თავურით კობელის კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, ე. მარტინესთან პირისპირ გასულმა ემბოლომ ვერ გაიტანა, მეტი აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და სამხრეთამერიკელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.

 

შესვენების შემდეგ არგენტინა არადამჯერებლად გამოიყურებოდა, ევროპელებმა  შეუტიეს, ე. მარტინესმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მომდევნო ეპიზოდში კი ნდოიემ ანგარიში გაათანაბრა. მერე ემბოლომ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეორე აღმოჩნდა და შვეიცარია რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. არადა, იმ მომენტისთვის იაკინის გუნდი ინიციატივას ფლობდა და არგენტინა არცთუ სახარბიელო სიტუაციაში იმყოფებოდა. არგენტინა იერიშებზე გადავიდა, მესიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, ლ. მარტინესის დარტყმული კობელმა მოიგერია და ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. 

 

შვეიცარია ექსტრა ტაიმებშიც არაფერს უთმობდა მეტოქეს, მაგრამ ალვარესმა დიდებული გოლით თავისი გუნდი წინ გაიყვანა, ბოლოს ლ. მარტინესმაც გაიტანა და არგენტინამ გაიმარჯვა.

 

არგენტინა 15 ივლისს, ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება. 

 

კანზასი. „ეროუჰედი“

არგენტინა – შვეიცარია 3:1 (ძირ. დრო 1:1)

გოლები: 1:0 მაკ ალისტერი (10), 1:1 ნდოიე (67), 2:1 ალვარესი (112), 3:1 ლ. მარტინესი (120+1)

გაძევება: ემბოლო (72, შვეიცარია)

 

– მესიმ მუნდიალებზე 32-ე მატჩი ჩაატარა. მან პლეი-ოფში მეთხუთმეტედ ითამაშა და კლოზეს რეკორდი დაამხო.

– მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე საგოლე გადაცემების რეკორდი გააუმჯობესა – 10. 

წყარო: Sportall.ge