ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩიშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

გერმანიის თასის 1/32-ფინალში „კიოლნმა“ გასვლაზე მესამე ლიგის „ვიურცბურგერ კიკერსი“ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველი ტაიმის ბოლოს ბურთი ძელს გაარტყა, 82-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
„კიოლნი“ 29 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლებს.
ვიურცბურგი. „ფლაიერალარმ არენა“
ვიურცბურგერ კიკერსი – კიოლნი 1:2
გოლები: 1:0 აბრანგაო (18), 1:1 იოჰანსონი (62), 1:2 იოჰანსონი (77)
წყარო: Sportall.ge