მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 02:13
სწრაფი სიახლე
სპორტი

საქართველო – უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

SportMedia 24 აგვისტო, 2026 · 20:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს – უკრაინას. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. 

 

შეგახსენებთ, რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. 28 სექტემბერს დაგეგმილ საქართველო – უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა კი 25 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. 

 

გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელ. ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.

 

NAKREBI.GE

წყარო: Sportall.ge