15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები, სერბეთში, უეფას განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გიორგი გიოშვილის ხელმძღვანელობით 18 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 26-დან 31 აგვისტოს ჩათვლით სერბეთში სამ თამაშს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები უელსი, ისრაელი და მასპინძელი სერბეთი იქნებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ნუცა ნადირაძე (რუსთავი), ანიტა მეტრეველი (გორი იუნაიტედი)
დაცვა: ნინი ჯანელიძე (მართვე), ბარბარე კაპატაძე (მართვე), ანასოფია ბერიშვილი (ვერე), ბარბარე გულბანი (ტორპედო)
ნახევარდაცვა: თეონა მახარაძე (ბათუმი), ნინო ჯგერენაია (კვარტალი), ანასტასია ხანთაძე (მართვე), ალისა კუნწარია (მართვე), სალომე ჯავახიშვილი (სპაერი), ანანო ჯიღაური (რუსთავი), ანასტასია კილაძე (ტორპედო), ანი გაგლოშვილი (ვერე), მარიამ ხვადაგიანი (ვერე), მარიამ ხულორდავა (ნორჩები)
თავდასხმა: ნინო დავითაშვილი (გორი იუნაიტედი), ელენე ჩხეიძე (მართვე)
მატჩების განრიგი
26 აგვისტო | სერბეთი – საქართველო | 15:00
28 აგვისტო | საქართველო – უელსი | 15:00
31 აგვისტო | საქართველო – ისრაელი | 12:30
NAKREBI.GE
წყარო: Sportall.ge