მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 15:38
სწრაფი სიახლე
სპორტი

გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ

SportMedia 15 აგვისტო, 2026 · 09:53 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

“მილანის”, “ჩელსისა” და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ რუუდ გულიტს ჰკითხეს, რომელი ფეხბურთელები ჰგვანან მას სათამაშო სტილით.

 

მისი თქმით, მსგავსებაზე მეტად აფასებს ფეხბურთელებს, რომლებიც ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ და პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

 

“მე ასე არ ვუყურებ. ყველა ფეხბურთელი უნიკალურია და პირადად მე ისეთი მოთამაშეების ყურება მომწონს, რომლებიც ჩემგან განსხვავდებიან — საპირისპიროები იზიდავენ ერთმანეთს.

 

ბელინგემი პასუხისმგებლობას იღებს. როდრიც ასე იქცევა. იგივე შეიძლება ითქვას მესისა და რონალდუზე. ასეთი ფეხბურთელები მომწონს და პატივს ვცემ, რადგან რისკზე მიდიან, მზად არიან კრიტიკის მისაღებად და საბოლოოდ მაინც შედეგს დებენ. სწორედ ამას ვაფასებ”, ნიშნა გულიტმა Sport Witness-თან ინტერვიუში.

წყარო: Sportall.ge