[VIDEO] “მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია” – რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
სომხური წარმოშობის რუსმა ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა ვეტერან ქართველ ფეხბურთელ და ახლა უკვე თბილისის მერ კახა კალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ნაწყვეტიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, სრული ინტერვიუ კი მოგვიანებით დაიდება.
“მე ერთ ჭკვიანურ რაღაცას გეტყვით, ოღონდ, არ გაბრაზდეთ, მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესია…”, – თქვა არუსტამიანმა.
კალაძეს ჟურნალისტის ამ ნათქვამზე გაეღიმა და თავი გააქნია, რაც ნიშნავს, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
ინფორმაციისთვის, ნობელ არუსტამიანი 1987 წელს ბაქოში, სომხურ ოჯახში დაიბადა. მალევე, ოჯახი სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამწვავების გამო პიატიგორსკში გადავიდა საცხოვრებლად და ხუთი წლის შემდეგ მოსკოვში დასახლდა.
არუსტამიანი ფართოდ არის ცნობილი საფეხბურთო ექსკლუზივებით, ინტერვიუებითა და ანალიტიკური გადაცემებით.
წყარო: Sportall.ge