მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 20:11
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გრიგოლ გეგელია – ერთით ნაკლები სუვერენული ერთეული აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას, ეს არის კარგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უფრო ფართო შკალაზე

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 18:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ერთით ნაკლები სუვერენული ერთეული აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას. ეს არის კარგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უფრო ფართო შკალაზე, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით ნაურუს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა ისეთ სახელმწიფოებსა და ადმინისტრაციებთან, რომელიც კვლავაც აღიარებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ ერთეულებს.

„ერთით ნაკლები სუვერენული ერთეული აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას, ეს არის კარგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უფრო ფართო შკალაზე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც სახელმწიფომ, ბევრ სხვა ისეთ სახელმწიფოებსა და ადმინისტრაციებთან, რომელიც კვლავაც აღიარებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ ერთეულებს. მუშაობა არის გასაგრძელებელი, ბევრად უფრო პროაქტიულად, თან ისე, რომ დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს საგარეო პოლიტიკურ ყურადღებასა და სიმპათიას არ ვკარგავდეთ, რაც დღეს ხდება. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აშშ და ევროპული კავშირი არის ამ სახელმწიფოს სუვერენული მთლიანობის, მათ შორის არ აღიარების პოლიტიკის, სიმტკიცის ყველზე მთავარი და სანდო პარტნიორი და ისტორიულად მეგობრები. როცა ეს რეჟიმი ასუსტებს ურთიერთობებს პოლიტიკურ დასავლეთთან, ამით, რა თქმა უნდა, ასუსტებს არ აღიარების პოლიტიკის ქართულ საქმესაც. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის პირობებში ხდებოდეს ეს ყველაფერი“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაურუმ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. უწყების ცნობით, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.