მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 21:51
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ღმერთო ჩემო, რა იდიოტი ხარ, მატვეი!” – რატომ მოიხსენია მეუღლეზე საუბრისას საკუთარი თავი უხეშად საფონოვმა

SportMedia July 12, 2026 2:36 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

პსჟ-ის მეკარე მატვეი საფონოვმა გადაცემა “ნატალის ჩარტში” სტუმრობისას თავის მეუღლე მარინა კონდრატიუკთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. წყვილი 2025 წელს დაქორწინდა, თუმცა საზეიმო ცერემონია რამდენიმე კვირის წინ გადაიხადეს. 

 

“ჩემს მეუღლეს ყოველთვის მადლობას ვუხდი. როდესაც ხასიათზე არ ვარ, ის ჩემს რთულ პერიოდებს ითმენს. ამის გამო სულ ბოდიშს ვუხდი, რადგან მესმის, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი.

 

როცა გონს მოვდივარ და ძალა მყოფნის, დავფიქრდე იმაზე, რას ვაკეთებ, ვხვდები: “ღმერთო ჩემო, რა იდიოტი ხარ, მატვეი!”. ხანდახან მართლაც ასეთი ვხდები.

 

​ყოველთვის მივდივარ მეუღლესთან და მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ ჯერ კიდევ სახლშია და არსად წასულა. ის ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას”, – თქვა საფონოვმა. 

წყარო: Sportall.ge