“გვინდა და ასეც მოხდება” – მბაპემ “რეალის” გეგმებზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კილიან მბაპემ “ბლანკოსის” სეზონის მიზნებზე ისაუბრა.
ფრანგის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ “რეალი” წელს მნიშვნელოვან ტიტულებს მოიპოვებს.
“ჩვენ უნდა მოვიგოთ. ეს ნამდვილად გვინდა და ასეც მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ წელს მნიშვნელოვან ტიტულებს მოვიპოვებთ.
ჩემთვის “რეალში” თამაში ახდენილი ოცნება იყო და ყოველდღიურად ვტკბები. დიად კლუბში თამაში შესანიშნავი მოვლენაა, მაგრამ ტიტულების მოგებაც აუცილებელია და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – განაცხადა მბაპემ.
წყარო: Sportall.ge