ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე – “უდინეზე” თასის 1/16-ფინალში გავიდა

იტალიის თასის 1/32-ფინალში „უდინეზემ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პადოვა“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებული საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე.
22 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზე“ „კომოს“ უმასპინძლებს.
უდინე. „ფრიული“
უდინეზე – პადოვა 1:0
გოლი: დევისი (35)
წყარო: Sportall.ge