იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან – “ექსელსიორმა” მარცხი განიცადა

ერედივიზიონის მეორე ტურში „ექსელსიორი“ სახლში ჩემპიონ პსვ-სთან 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის შემტევმა ირაკლი იეგოიანმა საგოლე გადაცემა გააკეთა. მან შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: Sofascore 7.6, Whoscored 7.1, Flashscore 6.9.
„ექსელსიორს“ 3 ქულა აქვს და 22 აგვისტოს „ნეიმეგენს“ ესტუმრება.
როტერდამი. „ვაუდეშტაინი“
ექსელსიორი – პსვ 1:2
გოლები: 0:1 ვან ბომელი (5), 1:1 ვიდელი (54), 1:2 პეპი (56)
წყარო: Sportall.ge