პსჟ-მ “აიაქსის” ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა

პსჟ-მა „აიაქსის“ 21 წლის ბელგიელი მარცხენა გარემარბი მიკა გოდტსი 45+10 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
„ვგიჟდები დრიბლინგზე. ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი უნარია. შემტევი ფეხბურთელი ვარ: მომწონს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება. თუმცა, ჩემთვის მთავარი გუნდის დახმარება და გულშემატკივრების გახარებაა. მოედანს მიღმა მშვიდი და ოჯახთან ძალიან ახლოს მყოფი ადანიანი ვარ“, – განუცხადა გოდტსმა The Touchline.
მან კლუბის საიტთან თქვა, რომ ნდობისათვის პსჟ-ს ხელმძღვანელობის მადლიერია და მათი იმედების გამართლებას შეეცდება.
წყარო: Sportall.ge