მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:05
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ატლეტიკო” ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

SportMedia 24 აგვისტო, 2026 · 18:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ხულიან ალვარესი „ვილიარეალთან“ მატჩის (2:2) 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ბურთზე ყოველი შეხებისას მისი გუნდის გულშემატკივრები უსტვენდნენ, რადგან კლუბის გამოცვლა უნდა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ის პარტნიორებთან ერთად არ მივიდა ტრიბუნასთან და პირდაპირ გასახდელში გავიდა. „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თქვა, რომ ეს კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო.

 

The Athletic-ის ცნობით, „როხიბლანკო“ მზადაა არგენტინელი 150 მილიონ ევროდ გაყიდოს, მაგრამ „ბარსელონაში“ ან „რეალში“ არ გაასხვისებს. ხულიანის შეძენის სურვილი „არსენალს“ აქვს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ტრანსფერში ასეთი თანხა გადაიხადოს.

 

თავად ალვარესს „ბარსელონაში“ გადასვლის სურვილი აქვს.

 

Transfermarkt-ის მიხედვით 26 წლის ალვარესის ფასი 120 მილიონია.

წყარო: Sportall.ge