მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:08
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი” – მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

SportMedia 24 აგვისტო, 2026 · 14:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

„ნიუკასლთან“ პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში (2:2), „ლივერპულის“ მეკარემ ალისონმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო: Sofascore 6.3, Flashscore 6.1 Whoscored 5.8.

 

როგორც წესი, ალისონს ინგლისური მედია უმეტესად გადაჭარბებულად აქებს, როდესაც ის გოლებს უშვებს, დაცვაა დამნაშავე, როცა გიორგი მამარდაშვილი – ყველაფერი ქართველის ბრალია. თუმცა, ამჯერად კრიტიკა გაუბედეს.

 

This Is Anfield: „ჩემპიონატი მთლად წარმატებულად ვერ დაიწყო. გოლი პირველივე წუთებში გაუტანეს. ახლო ძელს ზედმეტად მიეჭდო და ენტონი ელანგას შორეულ კუთხეში დარტყმით ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა. შემდგომში დაცვის არადამაჯერებელი თამაში ვერ დაეხმარა“. 

 

liverpool.com: „მას შემდეგ, რაც ბეკერით „იუვენტუსი“ დაინტერესდა, მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველი გოლისას პოზიცია სწორად ვერ შეარჩია, მომდევნო ეპიზოდებში გამოსვლაზე ორჯერ კარგად ითამაშა“. 

 

Liverpool Echo: „ვერცერთი გაშვებული გოლისას ვერაფერს გახდა და საერთოდაც ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, ვიდრე შეხვედრის ბოლოს თავისი გუნდი იოან ვისას მომენტისას არ გადაარჩინა. სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი“.

 

Rousing The Kop: „ენტონი ელანგას დარტყმისას ზედმეტად დიდი სივრცე მისცა. დაახანა კარიდან გამოსვლა პირველი ტაიმის დასასრულს, უილიამ ოსულას მომენტისას. მთლიანობაში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლოს პირისპირ გასულ იოან ვისას დარტყმული მოიგერია“.

წყარო: Sportall.ge