“მანჩესტერ სიტი” როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს

“მანჩესტერ სიტიმ” “ლილის” ნახევარმცველის, აიუბ ბუადის ტრანსფერი შეათანხმა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ქალაქელები” 18 წლის ჩამშლელის სანაცვლოდ “ლილს” 100 მილიონ ევროს გადაუხდიან.
მაროკოელი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
ბუადის გარდა, “მანჩესტერ სიტის” “ჩელსის” ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესის შეძენაც სურთ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გადაიხდიან თუ არა “ქალაქელები” არგენტინელში 135 მილიონ ევროს.
წყარო: Sportall.ge