მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:07
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ნიუკასლის” მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა “ლივერპულს” პენალტი აჩუქა

SportMedia 24 აგვისტო, 2026 · 16:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

პრემიერლიგის პირველ ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „ნიუკასლთან“ ფრეს 90+9-ე წუთზე დომინიკ სობოსლაის გატანილი პენალტით მიაღწია – 2:2. 

 

საჯარიმოში ვიქტორ მუნიოსი ლუის ჰოლს შეეჯახა და გაზონზე დაეცა, მსაჯმა სტიუარტ ეტუელმა კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელის მატიას იაისლეს აზრით, წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

„ეს ძალიან რბილი კონტაქტი იყო, მართლაც ძალიან რბილი. თუ ამას ფოლად მიიჩნევენ, მომავალში ბევრი პენალტი იქნება. ეს არ მომწონს.

 

არ გაგვიმართლა, ასე ვიტყოდი. მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა გულიანად, ბოლომდე იბრძოლეს. ასეც უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ“, – განუცხადა იაისლემ Sky Sports-ს.

წყარო: Sportall.ge