მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:07
სწრაფი სიახლე
სპორტი

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ

SportMedia 24 აგვისტო, 2026 · 17:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

„რენთან“ ლიგა 1-ის პირველ ტურში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (2:2), კომენტარი პსჟ-ს თავდამსხმელმა ფერან ტორესმა გააკეთა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

 

„მთლად კმაყოფილი არ ვარ, რადგან გამარჯვებით დაწყება გვინდოდა, მაგრამ თუ მოგება არ შეგვიძლია, წაგებას მაინც უნდა გადავურჩეთ. ვფიქრობთ, შეხვედრისას თამაში გავაუმჯობესეთ და ახლა შემდეგი დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად სათანადოდ მუშაობა გვჭირდება. გაორებული გრძნობა გვაქვს, რამეთუ მუდამ გამარჯვება გვსურს.

 

რას ვეტყოდი გულშემატკივრებს? მხარდაჭერისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. თქვენ ჩვენი მე-12 მოთამაშე ხართ და გვინდა ბევრი სიხარული მოგანიჭოთ“, – განუცხადა ტორესმა კლუბის საიტს.

წყარო: Sportall.ge