მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:07
სწრაფი სიახლე
სპორტი

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

SportMedia 24 აგვისტო, 2026 · 11:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 12

ევროლიგისა და აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა ახალი ტურნირის, ევროლიგის სუპერთასის, დაარსება ოფიციალურად დაადასტურა.

 

სადებიუტო გათამაშებას 18-19 სექტემბერს, იასის კუნძულზე მდებარე “ეტიჰად არენა” უმასპინძლებს. ტურნირში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ესენია: მოქმედი ჩემპიონი “ოლიმპიაკოსი”, 2025 წლის გამარჯვებული “ფენერბაჰჩე”, 2026 წლის ფინალისტი მადრიდის “რეალი” და მასპინძელი “დუბაი”.

 

ნახევარფინალური შეხვედრები 18 სექტემბერს გაიმართება. პირველ მატჩში “ოლიმპიაკოსი” “ფენერბაჰჩეს” დაუპირისპირდება, მეორე ნახევარფინალში კი “დუბაი” “რეალს” შეხვდება.

 

მესამე ადგილისთვის შეხვედრა და სუპერთასის პირველი ფინალი 19 სექტემბერს გაიმართება. ფინალის გამარჯვებული ტურნირის ისტორიაში პირველი ჩემპიონი გახდება.

 

მოგეხსენებათ, მასპინძელი გუნდს ახალი სეზონის წინ თორნიკე შენგელია შეუერთდა. ქართული და ევროპული კალათბურთის ლეგენდას ახალ გუნდთან ერთად ტიტულის მოგების შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება ევროლიგას, “დუბაი” სეზონს 24 სექტემბერს, მადრიდის “რეალთან” შეხვედრით გახსნის, მეორე ტურის მატჩს კი 29 სექტემბერს, “ბარსელონასთან” ჩაატარებს.

წყარო: Sportall.ge